უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოფიცერი ევგენი სტიპანიუკი, რომლის წინააღმდეგაც ყოფილმა ცოლმა სკანდალური განცხადება გააკეთა, ოჯახში ძალადობის ბრალდებებს გამოეხმაურა. უკრაინული მედია დიდი ხანია, რაც მისგან კომენტარს ელოდა.
"ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. მე ვიყავი დავალებაზე. გმადლობთ, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა გსურდათ. მაგრამ ახლა ჩემი პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა, რასაც მე, როგორც ჯარისკაცი, ახლა ვაკეთებ. ალბათ, გამარჯვების შემდეგ, ერთ დღესაც თქვენ გაიგებთ სიმართლეს იმაზე, რაც მოხდა რეალურად“, - განაცხადა მებრძოლმა.
აღსანიშნავია, რომ ევგენია ემერალდი ადრე ამბობდა, რომ მისი მეუღლე უკრაინის შეიარაღებული ძალებში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებდა.
სკანდალი ევგენი სტიპანიუკის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც სამხედროს ყოფილმა ცოლმა ევგენია ემერალდმა ოჯახური ძალადობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სტიპანიუკი არამარტო ძალადობდა მასზე სულიერად და ფიზიკურად, არამედ ღალატობდა მთელი ურთიერთობის განმავლობაში.
მას შემდეგ რაც გოგონა საჯაროდ გამოვიდა ამ განცხადებით, მას სხვა ქალებმა დაუჭირეს მხარი. დაიწყეს თავიანთი ისტორიების გაზიარება. ერთ-ერთმა გოგონამ ისიც კი თქვა, რომ სტიფანიუკმა გააუპატიურა, რის შედეგადაც მას აბორტის გაკეთება მოუწია.