ავტორი:

"მტკიცებულება, რომ კარმას ვერ გაექცევი" - პიკე სცენიდან გადავარდა - ვიდეო, რომელმაც შაკირას ფანები გაამხიარულა

"მტკიცებულება, რომ კარმას ვერ გაექცევი" - პიკე სცენიდან გადავარდა - ვიდეო, რომელმაც შაკირას ფანები გაამხიარულა

ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა - TMZ-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ მიდის ფეხბურთის ვარსკვლავი მხარდამჭერებისკენ და თან ტელეფონზე საუბრობს. ინციდენტი ამერიკის Kings League-ის ტურნირის დაწყებისას გამართულ ღონისძიებაზე მოხდა.

როგორც ჩანს, პიკეს ყურადღება გაეფანტა, ვერ დაინახა, რომ სცენის კიდეში იყო და სცენიდან გადავარდა.

მისი ყოფილი ცოლის, შაკირას თაყვანისმცემლები ამ შემთხვევამ გაამხიარულა და ისინი ყველაფერს კარმას აბრალებენ.

<iframe src="https://share.tmz.com/watch/2023-10-25-102523-gerard-pique-1716441-166/" width="560" height="395" frameBorder="0" allowFullScreen></iframe>

გავრცელებული ინფორმაციით, პიკემ შეძლო სცენაზე აძრომა და მას არანაირი დაზიანება არ მიუღია.

შაკირას თაყვანისმცემლებმა მაშინვე გამოაქვეყნეს X-ზე ესპანელი სპორტსმენის წაქცევის ამბის შესახებ ინფორმაცია და განაცხადეს, რომ შაკირას ღალატისთვის პიკე ასე დაისაჯა.

"სცენის დედოფალს როცა არ სცემ პატივს, სცენისგანაც ნუღარ მოელი პატივისცემას",- წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.

"კარმას ვერ გაექცევი, პიკე",- აფრთხილებდა მეორე.

46 წლის შაკირასა და 36 წლის პიკეს 2 ვაჟი ჰყავთ, მილანი და საშა. ისინი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შარშან დაშორდნენ ერთმანეთს. პიკემ შაკირას თავის ახლანდელ შეყვარებულ, კლარა ჩია მარტისთან უღალატა.

"ეს რთული იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც",- ამბობდა შაკირა ფეხბურთელთან დაშორების შემდეგ ინტერვიუში.

მოგვიანებით, მომღერალმა პიკეს სამაგიერო თავისი ახალი სიმღერით გადაუხადა. შაკირა სიმღერის ტექსტში პიკეს მიმართავდა: "შენთვის ზედმეტად კარგი ვარ და სწორედ ამიტომ ხარ შენნაირ ადამიანთან".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა