ესპანეთში, ალბას ჰერცოგებისა და ჰერცოგინიების შთამომავლებს, არისტოკრატიული დინასტიის წარმომადგენლებს, ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრისთვის მეტისმეტად გრძელი სახელის დარქმევის გამო აკრიტიკებენ.
33 წლის ჰერცოგმა, ფერნანდო ხუან ფიც-ჯეიმს სტიუარტ ი დე სოლისმა და მისმა მეუღლემ, სოფია პალაზუელომ, თავიანთი მეორე შვილი ახლახან მონათლეს. ადგილობრივი პრესა კი მისთვის გრძელი სახელის შერჩევის გამო ოჯახს აკრიტიკებს.
ამ სახელით პატივი მიაგეს გარდაცვლილ ბებიას, კაიეტანას, რომელსაც ასევე ძალიან გრძელი სახელი ერქვა.
"გოგონა სამოქალაქო რეესტრში სახელების ამხელა ჩამონათვალით ვერ დარეგისტრირდება. ეს წესების დარღვევაა, იმის მიუხედავად, რომ ალბას გარდაცვლილი ჰერცოგინიასა და ოჯახის სხვა წევრებისადმი პატივისცემას და რელიგიურ ერთგულებას გამოხატავს",- იტყობინება ესპანური გამოცემა El País.
რეგისტრაციის ადგილობრივი კანონებით, "ბავშვის სახელი უნდა შედგებოდეს ერთი რთული და არა უმეტეს ორი მარტივი სახელისგან". სტატიას არაერთი კომენტარი მოჰყვა.
"სისულელე, რომელიც სრულებით უდროო და უადგილოა",
"ყველაზე უარესი ის იქნება, როცა დანარჩენებიც მოინდომებენ მათი მაგალითის მიბაძვას", - წერენ სოციალურ ქსელში.
2014 წელს 88 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰერცოგინია კაიეტანას სრული სახელი კი ასეთია: მარია დელ როსარიო კაიეტანა პალომა ალფონსა ვიქტორია ევგენია ფერნანდა ტერეზა ფრანსისკა დე პაულა ლურდეს ანტონია ჯოზეფა ფაუსტა რიტა კასტორ დოროტეა სანტა ესპერანსა ფიც-ჯეიმს სტიუარტ სილვა.
წყარო: thetimes
მოამზადა: ანა სიბოშვილმა