ავტორი:

ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა

ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა

კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ღაზის სექტორის დატოვებას ადამიანების ნაწილი შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის ზედამხედველობით გაფორმებული შეთანხმების თანახმად, უცხოური პასპორტის მფლობელებს და ზოგიერთ მძიმედ დაშავებულს უფლება ექნება, რომ ღაზა დატოვოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეგვიპტური სასწრაფო დახმარების მანქანები ღაზაში უკვე შევიდნენ, რათა დაშავებული პალესტინელები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით დარჩება ღია რაფაჰის გადასასვლელი ევაკუაციისთვის.