ავტორი:

"კაცი არ ხარ? ეს სიტყვები  როგორ ამოგივიდა პირიდან?!  ნუ აჯანჯლებ, გადადექი, ბიჭო!" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ბერაიას

"კაცი არ ხარ? ეს სიტყვები  როგორ ამოგივიდა პირიდან?!  ნუ აჯანჯლებ, გადადექი, ბიჭო!" - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ბერაიას

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას, ქალი ოპოზიციონერის, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, თანამდებობის დატოვება "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც მოსთხოვა.

"კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.

"დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! "ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში, გთხოვთ, არ იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.