"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მენტალურ აშლილობასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება:
"მენტალური აშლილობები მქონდა და ამიტომ ვიყავი უსაქციელოო, გვარამიას თავი უმართლებია. მეგობრებო, ეს ხალხი (თანდართულ სქრინებზე) სააკაშვილის და გვარამიას ხალხია - მათ ყავდათ დაახლოებულ/ნაქირავები. სააკაშვილი/გვარამიას ტანდემი მიზანმიმართულად და გეგმიერად, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მაცხადებდა ფსიქიკურად შეშლილად და მიგონებდა ჭორებს, იმიტომ რომ მათ ვუპირისპირდებოდი.
მე ამის გამო ფსიქიატრი ავიყვანე - კი ვიცოდი, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ვიფიქრე, როცა ამდენი ადამიანი ჩემი გიჟად გამოცხადების კამპანიაშია ჩართული და ფულს ხარჯავს, რომ გიჟად შემრაცხონ - სჯობს პროფესიონალის ზურგი მქონდეს.
მადლობას ვუხდი ამ ბუზანკალს - ასე გავიგე ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო აკადემიის წევრისგან, რომ ძალიან მყარი, ძლიერი და ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და უფრო დიდი ენერგიით და თავდაჯერებით გავაგრძელე ბოროტმოქმედებთან ბრძოლა.
ახლა მეცინება სააკაშვილიც და გვარამიაც საკუთარ უსაქციელობებს ფსიქიკური დიაგნოზებით და მენტალური აშლილობებით რომ ხსნიან. (მათგან განსხვავებით, ყველა ჩემს საქციელზე და სიტყვაზე სრულ პასუხს ვაგებ და შეურაცხადობას არაფერს დავაბრალებ არასოდეს) დემონივით ვხარხარებ ამ მელკი არარაობებზე. რა ვქნა - არავინაა უნაკლო. მე თქვენ დაგმარხავთ" - წერს ჩერგოლეიშვილი.
მენტალურ ჯანმრთელობაზე გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა, მედიაში ყოფნის დრო რა მიაჩნია მის შეცდომად.
"ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, ან ეთერს უნდა ჩომოშორდე, ან მიხვიდე და დაისტაბილურო ეს მდგომარეობა. ვერ მივეცი თავს ამის უფლება, ეთერს ჩამოვშორებოდი, ვერ მივაღწიე იქამდე, სადაც უნდა მიმეღწია, არასწორი იყო ეს საქციელი ჩემი აზრით. მეტის გაკეთება შემეძლო. ადამიანს უნდა შეეძლოს იმის აღიარება, რომ მას ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ის უნდა მივიდეს და იმკურნალოს, კი. მით უმეტეს, როცა ეთერში კომუნიკაცია აქვს ადამიანებთან, ეს შეცდომა მე დავუშვი და არავის ვურჩევ ამ შეცდომის დაშვებას", - თქვა გვარამიამ.