ავტორი:

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის მიერ "ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და "ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევას იწყებს.