ავტორი:

"მომწონს თუ არა გახარიას პარტია? - ცალსახად არ მომწონს, მაგრამ... " - რას აცხადებს ლევან ხაბეიშვილი

"მომწონს თუ არა გახარიას პარტია? - ცალსახად არ მომწონს, მაგრამ... " - რას აცხადებს ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სხვა პარტიებთან კოალიციაზე ხალხის ინტერესიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას და არა პირადი ინტერესებიდან.

ხაბეიშვილი პარტიასთან "საქართველოსთვის“ შესაძლო კოალიციის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, "გახარიას პარტია არ მოსწონს, თუმცა სხვადასხვა დამოუკიდებელ ორგანოში თანამშრომლობა ნორმალურია“.

"ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე გვაქვს ჩვენი პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ სადაც საჭირო იქნება, "ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ჯერზე ხალხის ინტერესიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და არა პირადი დამოკიდებულებებითა და შეხედულებებით. ყველა უნდა მიეჩვიოს ერთ რამეს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე და არა იქიდან, ვის როგორი აღქმები აქვს. ის, რომ სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოში ჩვენი პარტიები თანამშრომლობენ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მომწონს თუ არა გახარიას პარტია? - ცალსახად არ მომწონს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.