რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთი წყალქვეშა ნავიდან ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.
"ახალმა ბირთვულმა სტრატეგიულმა სარაკეტო წყალქვეშა კრეისერმა, "იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ“ წარმატებით გაუშვა "ბულვას“ საზღვაო ბაზირების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გლობალური კრიტიკა გამოიწვია მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირების გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.