კვიპროსში, პაფოსში, საქართველოს მოქალაქე, 33 წლის გოგა ფარცვანია ავტოავარიას ემსხვერპლა.
პოლიციის ცნობით, ფარცვანიას ავტომობილი იკაროს ქუჩაზე მაშინ დაეჯახა, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მანქანა ადგილზე დატოვა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 33 წლის მამაკაცი პაფოსის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ როცა ადგილზე კვლავ პოლიციელები მუშაობდნენ, იქ მივიდა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იმ მანქანის მძღოლი იყო, რომელიც ფარცვანიას დაეჯახა.
პოლიციამ მამაკაცი დააკავა. მომხდარის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება გრძელდება.