ავტორი:

ხმაური გორის საკრებულოში: დავით რაზმაძეს თამაზ გინტურის მკვლელობაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა

ხმაური გორის საკრებულოში: დავით რაზმაძეს თამაზ გინტურის მკვლელობაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა

ბოდიში მე არ მაქვს მოსახდელი. მე ვიძახი, რომ იმ გამყოფ ხაზს იქით დგას მხეცი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, - ამის შესახებ გორის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ განაცხადა, რითაც მისივე განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

რაზმაძის დღევანდელ განცხადებასაც გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდისკენ და საზოგადოებისთვის მისი განცხადების ახსნისკენ მოუწოდეს, რაზეც რაზმაძემ უპასუხა, რომ მას ბოდიში არ ჰქონდა მოსახდელი.

რაც შეეხება განცხადებას, რომლისთვისაც მას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, დავით რაზმაძემ სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობისა და ერთის დაკავების საკითხზე ასეთი განცხადება გააკეთა: „რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება“.

ასევე იხილეთ: