თელ-ავივზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, - მის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების დაშავების მიზეზი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები გახდა.
გამაფრთხილებელი სირენები ხმა თელ-ავივის გარდა ისმოდა რამატ განში, ბნეი ბრაკში, ჰოლონში, აშდოდში, განოტში, რიშონ ლეციონში, პეტახ ტიკვასა და მიმდებარე თემებში.