ავტორი:

29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა: რა მოხდა საგარეჯოში

29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა: რა მოხდა საგარეჯოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა.

შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან, ღამით ქორწილში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფულთან დაკავშირებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდრზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,

1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.