ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეკა ჩავლეიშვილმა ფილმში "შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული მთავარი როლისთვის პრიზი დაიმსახურა.
მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – "საუკეთესო შესრულება”.
ბელფასტის 23-ე კინოფესტივალი გაიმართა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში, 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ეს ეკა ჩავლეიშვილის მეორე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ იგი დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.