ქართველი მოცეკვავეების აკა მოდებაძისა და გვანცა ციხელაშვილის წყვილმა დრესდენში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
შეჯიბრის დეტალებზე და მიღწეულ წარმატებაზე აკა მოდებაძეს დავუკავშირდით:
გილოცავთ ჩემპიონობას, გაგვიზიარეთ ემოციები და გვესაუბრეთ კონკურსზე, რომლის გამარჯვებულიც გახდით.
მსოფლიო ცეკვების ფედერაცია ატარებს შეჯიბრს WDSF World Championship Show Dance, 4 წუთის განმავლობაში სცენაზე მარტო ასრულებ 5 ლათინო- ამერიკული ცეკვის მიქს ატაცებით და სხვა შოუს ელემენტებით. 10 მსაჯი სხვადასხვა ქვეყნიდან (ქართველი მსაჯი არავინ იყო) და დამატებით მთავარი მსაჯი აფასებს მონაწილეებს. კონკურსის ფინალში გავედით 6 წყვილი: საქართველო, გერმანია, ამერიკა, ჩეხეთი და ბულგარეთი. შეჯიბრი ჩატარდა 11 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დრესდენში.
- "არ მჯერა, რომ ახლა ამ სიტყვებს ვწერ, მსოფლიო ჩემპიონები ვართ" - ასე გამოეხმაურე სოციალურ ქსელში თქვენს გამარჯვებას. მოულოდნელი იყო?
- დიახ. ეს არავის წარმოედგინა. საქართველოს ისტორიაში ამ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი არავინ ყოფილა. ჩვენ 5- გზის ფინალისტები ვიყავით, ყოველ ჯერზე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ახლა ძალიან მაგრად ვიცეკვეთ. ნახევარ ფინალში ვიგრძენით, რომ დიდი შანსი იყო გამარჯვების. ცეკვის ქორეოგრაფებიც კი ჩვენ ვართ და ეს უფრო დაუჯერებელია. განაგრძეთ კითხვა