ავტორი:

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

"ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 78-ხმით (2 წინააღმდეგი) მიიღო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს თავად სერგეენკომ მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დავით სერგეენკო საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.