FlyOne Armenia Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიზეზი ზვარტნოცის აეროპორტში ნისლია, რომლის გამოც ფრენა შეუძლებელი გახდა.
ამასთან, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Air Cairo-ს თვითმფრინავი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა ზვართნოცის აეროპორტში დაჯდომას.