5 ნოემბერს თბილისის ღია გათამაშება ჩატარდა, სადაც 16 წლის ბიძინა მაზმიშვილმა წარმატებით იასპარეზა. მან ატაცში 225 კილოგრამი დასძლია და დამსახურებული პირველი ადგილიც მოიპოვა.
მაზმიშვილმა პირველ მისვლაზე 200 კილო დასძლია, ხოლო მეორეზე 215 და საფინალოზე - 225.