ავტორი:

"ქართველი ქალები მუცლით სხვის შვილებს ატარებენ, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ მათ. თუ უნდა მოხდეს ხელოვნურად ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, თუ ბანგლადეშელის" - სააკაშვილი

"ქართველი ქალები მუცლით სხვის შვილებს ატარებენ, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ მათ. თუ უნდა მოხდეს ხელოვნურად ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, თუ ბანგლადეშელის" - სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომა ონლაინ ჩართვის დროს სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შობადობის წახალისების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში "შობადობის წახალისების პოლიტიკა" უნდა გატარდეს.

"ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური [წახალისების] პოლიტიკა. ინვიტრო ხელოვნური ჩასახვა უნდა იყოს საქართველოში უფასო და უნდა იყოს სტიმულირებული. ყოველი მეორე-მესამე ბავშვი უნდა იყოს სტიმულირებული დამატებითი ფულით.

მე ზედმეტი სოციალური სტიმულირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რაც შეეხება შობადობას, აქ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება სტიმულები.

დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს. უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს, ისინი არიან შიდა უბედურებაში.

თავისი შვილები უნდა ატარონ. თუ უნდა მოხდეს ხელოვნურად ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის", - აღნშნა სააკაშვილმა.