ავტორი:

"უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს - მადლობელი ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს - მადლობელი ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვისას.

ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.