ავტორი:

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანეს - ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ისმის

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანეს - ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ისმის

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო გასროლის საპასუხოდ, სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა მეთულას მახლობლად მდებარე ტერორისტების ობიექტი გაანადგურეს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით შეტევა იგეგმებოდა.

ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, მას შემდეგ, რაც ლიბანიდან გასროლილი რაკეტა მისგავ ამისის მახლობლად დაეშვა.