ავტორი:

ავტოავარია ხობში, სოფელ ხამისკურში - დაშავდა რამდენიმე ადამიანი, არის მსხვერპლი

ავტოავარია ხობში, სოფელ ხამისკურში - დაშავდა რამდენიმე ადამიანი, არის მსხვერპლი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე პირი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟი.