დააკავეს ტრაილერის მძღოლი, რომლის დაჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა დღეს თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო დაგორდა და მოზარდს დაეჯახა.
მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: მთავარი არხი