ავტორი:

"ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასთან  ახლა ძალიან ახლოს ვართ" - ჯო ბაიდენი

"ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასთან  ახლა ძალიან ახლოს ვართ" - ჯო ბაიდენი

"ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებასთან “ახლა ძალიან ახლოს ვართ”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ აყვანილი დაახლოებით, 240 მძევლიდან ნაწილის გათავისუფლებასთან “ახლა ძალიან ახლოს ვართ.”

“ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ამ მძევლების ნაწილის სახლში დაბრუნებას ძალიან მალე შევძლებთ…

მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა, ვინაიდან, არაფერი არ არის გაკეთებული, სანამ არ გაკეთდება. ამ მომენტისთვის ვითარება კარგად გამოიყურება”, - განაცხადა ბაიდენმა.