ავტორი:

ბოლნისში, ეჭვიანობის დიადაგზე, ქმარმა ცოლს თავი გადაპარსა და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა - არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შვილების თვალწინ მოხდა

ბოლნისში, ეჭვიანობის დიადაგზე, ქმარმა ცოლს თავი გადაპარსა და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა - არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შვილების თვალწინ მოხდა

ბოლნისში, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.

ცნობილი ხდება, რომ ქმარი ცოლზე, სავარაუდოდ, სისტემატურად ძალადობდა.

"ბიჭი, როგორც ვიცი, უკვე დაკავებულია. გოგო კი დაახლოებით 19 წლის იქნება, სახლიდან გააგდეს. 2 შვილი ჰყავთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი პოლიციამ დანაშაულის ჩადენისთანავე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.