Kontakt home უკვე აჭარელ მომხმარებლებსაც გააბედნიერებს! კავკასიაში ელექტროტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონშიც შევიდა და ფილიალი ბათუმში გახსნა. ელექტრო ტექნიკის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლია Kontakt home-ს ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის #13-ში ესტუმროს.
კონტაქტის ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებამ ტრადიციულად გრანდიოზული ფასდაკლებისა და შთამბეჭდავი სანახაობის ფონზე ჩაიარა. ღონისძიებას kontakt home-ს ქსელის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და მაღაზიაც ოფიციალურად მათ მიერ ღილაკზე სიმბოლური ხელის დაჭერის ცერემონიით გაიხსნა, შემდგომ კი თავბრუდამხვევი ზეიმით გაგრძელდა.
თუ გახსნის ივენთზე მისვლა ვერ მოახერხე, გეტყვით, რომ 14 იანვრის ჩათვლით kontakt home-ს ფილიალებში 60%-მდე ფასდაკლება გელოდებათ.
ერთ სივრცეში წარმოდგენილია 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 20 000-მდე პროდუქცია! ახლა უკვე არ არის საჭირო ერთი მაღაზიიდან მეორეში გადანაცვლება, რათა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.
უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი მუდამ ანებივრებს თავის მომხმარებელს სიურპრიზებით. ბათუმის ფილიალიც ყოველთვიურად უმასპინძლებს უკვე ტრადიციად ქცეულ “საღამოს ბაზარს”, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს პროდუქცია ნახევარ ფასად შეიძინოს და საკუთარი იღბალი “დუშაშის” საოცარი აქციითაც გამოსცადოს - გააგორე კამათელი, დასვი დუშაში და დაიბრუნე მთლიანად გადახდილი თანხა და სხვა მრავალი
თუ თქვენ სხვა ოფიციალურ ქსელში იპოვით უკეთეს შეთავაზებას პროდუქტზე, ვიდრე Kontakt home-ში, მაღაზია მზად არის მას სხვაობის 120%-ს დაგიბრუნოთ!
პროდუქციის შეძენა კონტაქტში ონლაინ მაღაზიიდან www.Kontakt.ge-დანაც არის შესაძლებელი, შენაძენს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ოფიციალურ გვერდებზე ან დეტალური ინფორმაციისათვის დარეკოთ ცხელ ხაზზე *6060.
(R)