ავტორი:

ტრაგედია რუმინეთში - საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი

ტრაგედია რუმინეთში - საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი

რუმინეთში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi24 ავრცელებს.

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექციის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში პრაჰოვას რეგიონის სოფელ ტოჰანში მდებარე სასტუმროში 26 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 18-ის გამოყვანა დროულად მოხერხდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის მფლობელმა 2019 წლის შემოწმების შემდეგ უსაფრთხოების კრიტერიუმების შეუსრულებლობის გამო გაფრთხილება არაერთხელ მიიღო.