ამ ცოტა ხნის წინ, უკრაინელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა ალექსეი პოტაპენკომ, იგივე პოტაპმა, ახალი ფოტო ლონდონიდან გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ მან შობა დიდ ბრიტანეთში აღნიშნა. პოტაპმა სოციალურ ქსელში პოსტი ლონდონის მუსიკალურ ტრადიციებსაც მიუძღვნა:
"ლონდონი არის საკულტო ბენდებისა და ლეგენდარული არტისტების სამშობლო. ის ყოველთვის იყო მუსიკალური შემოქმედებისა და ინოვაციების ცენტრი".
რეპერმა ასევე ილაპარაკა უკრაინული ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე:
"არ დავივიწყოთ უკრაინის მდიდარი მუსიკალური ტრადიციები, ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სულიერი მელოდიებითა და ძლიერი ხმებით. შობის აღნიშვნისას, ნიჭიერი უკრაინელი მუსიკოსების ჰარმონიულმა ხმებმა და ამაღლებულმა მელოდიებმა მიგვიყვანოს სითბოსა და სიხარულის სამყაროში".
პოტაპის ლონდონურმა ვოიაჟმა უკრაინელები ძალიან გაანაწყენა, მისი პოსტის ქვეშ უამრავი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.
პუბლიკის აზრით, როდესაც ქვეყანა ომობს, უკრაინელები ასეთი დასვენების მოწყობის უფლებას თავს არ უნდა აძლევდნენ.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა