ახალი წლის დადგომას ყველა, განსაკუთრებით - პატარები მოუთმენლად ელიან. თითქმის ყველა ოჯახში დაწყებულია საახალწლო სამზადისი. პატარებმა დიდი ხნის წინ დაწერეს წერილები და თოვლის ბაბუას თავიანთი საახალწლო სურვილები გაუგზავნეს. მათ შორის არიან ბათუმში მდებარე დღის ცენტრის - "იალქნის" ბენეფიციარები. ამ ბავშვებმაც უკვე მიწერეს მოკრძალებული სურვილები თოვლის პაპას და ახლა დღეებს ითვლიან, როდის მოვა ჯადოსნური თოვლის ბაბუა და როდის აუსრულებს მათ სურვილებს. ძალიან ღელავს ცენტრ "იალქნის" ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე, რადგან მას უკვე დაგეგმილი აქვს საახალწლო ზეიმი 30 დეკემბერს, სწორედ ამ დღეს უნდა გადასცეს საჩუქრები პატარებს თოვლის ბაბუმ, თუმცა, ამისთვის საჭირო თანხები ჯერ სრულად მოძიებული არ არის, ამიტომ ის ყველას სთხოვს დახმარებას და ამ კეთილ საქმეში, ბავშვების გახარებაში გვერდში დგომას.
თიკას სათითაოდ აქვს ყველა მისი ბენეფიციარის წერილი წაკითხული და, საბედნიეროდ, ბევრის სურვილი ასრულდება, თუმცა ღელავს, რადგან ბევრი ბავშვის სურვილი ჯერ ისევ აუსრულებელია.
"მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის ბენეფიციარების საახალწლო სურვილები მინდა გაგაცნოთ, პატარებმა წერილები წელს პირველად დაწერეს და მოუთმენლად ელიან, რომ 30 დეკემბერს, საერთო ზეიმზე თოვლის ბაბუა ხურჯინიდან მათ საჩუქრებსაც ამოიღებს, ამისთვის კი ბევრი კეთილი ადამიანის გაერთიანება გვჭირდება.
ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ საჩუქრები თავად შეიძინოთ და 29 დეკემბრამდე, ბათუმში, ზუბალაშვილის 31 ნომერში მდებარე ფილიალში მიიტანოთ ან ჩარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი GE55BG0000000588221400 და თიბისი ბანკი GE12TB7990736080100007 მიმღები: "ააიპ იალქანის დღის ცენტრი", - გვეუბნება თიკო აბაშიძე და მას სჯერა, რომ ამ ორ დღეში საზოგადოება მართლა შეძლებს სასწაულს, არც ერთი ბავშვი არ დარჩება საჩუქრის გარეშე და გაახარებს პატარებს.
მისი თქმით, დღის ცენტრში სულ 180 მცირეწლოვანია და თიკო გვაწვდის საჩუქრების ჩამონათვალსაც, რომლიც არის საყიდელი:
12 ცალი უსადენო ყურსასმენი; 6 ცალი ბურთი, 7 ცალი ჰავერბოდრი, 1 ცალი სპაიდერ მენის ფორმა 15 წელზე. 3 წყვილი ბუცები (35 ზომა 2 და 39 ზომა), 3 ცალი სკეიდბორდი, 2 ცალი მონოპოლი, 2 მაჯის საათი (1 ბიჭის 1 გოგოს), 1 ცალი ბიჭის სამაჯური, 4 ცალი ლაზერი; 4 ცალი როლიკები (35, 37, 38 , 39 ზომები), 1 ცალი ბათინკა გოგოს, 1 ცალი გოგოს ქუიდ, 2 ცალი სმარტ საათი (1 გოგოს, 1 ბიჭის), 9 ცალი ბოტასი, 2 ცალი ველოსიპედი 9 წელზე, 1 ცალი სპაიდერმენის ქსელი, 3 ცალი სათამაშო მოტოციკლი, 2 ცალი მარშალის ყურსასმენი, 1 ნარუტოს ფორმა 8 წელზე, 1 ცალი სავარჯიშო გირა, 1 ბიჭის სპორტულები 17 წელზე, 2 სპორტული ჩანთა ბიჭის, 1 "ბოქსის" ფეხსაცმელი 42 ზომა, 1 "ბოქსის" ჩაფხუტი, 1 დინამიკი, 1 შლაქსი შარვალი გოგოსი 15 წელზე, 1 შეფუთვა ლამაზი კალმების ნაკრების, 2 ცალი აკვარიუმი თევზებით, 1 ცალი თოვლის ბაბუა, 1 გოგოს სპორტული 10 წელზე, 2 კედი 35 და 37 ზომა, 1 მშვილდისარი, 1 სახატავი დაფა, 1 დასაწებებელი ფრჩხილები, საყურე 1 წყვილი, 1 კაბა 10 წელზე, 1 წყვილი "ბოქსის" ხელთათმანი, 1 ჰუდი 17 წელზე, 2 ცალი სათვალე, 1 მაგიდის ფეხბურთი, 2 შეფუთვა ნაძვის ხის სათამაშოები, 3 ცალი რობოტი, 1 ცალი სათამაშო მანქანა, 2 ცალი სათამაშო თოფი, 1 გოგოს ჩანთა, 1 ფუმფულა კალამი, 2 ბლოკნოტი, 2 საკანცელარიო ნივთების ნაკრები, 12 ცალი თვით გორიალა 16 წლის ბიჭებისთვის....წაიკითხეთ სრულად