ავტორი:

გლდანში ავტოფარეხში ხანძარია

გლდანში ავტოფარეხში ხანძარია

გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შესულა.