ავტორი:

სპორტი, მუსიკა, მოდა და... - ცნობილი ქართველები, რომლებმაც 2023 წელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს

სპორტი, მუსიკა, მოდა და... - ცნობილი ქართველები, რომლებმაც 2023 წელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს

2023 წელი ბევრი ქართველისთვის საერთაშორისო არენაზე წარმატების მომტანი აღმოჩნდა. არაერთმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნო როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ადამიანი, რომელთა წარმატებაც ყველაზე ხმაურიანი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო:

  • ნუცა ბუზალაძე

მომღერალ ნუცა ბუზალაძისთვის 2023 წელი შთამბეჭდავი იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა შემსრულებელმა American Idol-ში მიიღო მონაწილეობა და მისი გამოსვლა სიმღერის კონკურსში წარმატებული იყო.

ნუცა ბუზალაძე ლაიონელ რიჩთან ერთად

ნუცამ პროექტი მაშინ დატოვა, როცა უკვე ყველაფერს მაყურებლის ხმების რაოდენობა წყვეტდა. ის იყო კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის. კონკურსის ფინალურ კონცერტზე კი ნუცამ ლეგენდარულ ქაილი მინოუგთან ერთად იმღერა. "ჯეილო საქართველოდან", - ასე უწოდა ნუცას ამერიკულმა ჟიურიმ.

  • ნინი ბრეგვაძე

ნინი ბრეგვაძე, კიდევ ერთი ქართველი მომღერალი, რომელმაც გლობალურ წარმატებას მიაღწია. ნინი The voice of America-ს პირველი ქართველი მონაწილეა. აღსანიშნავია, რომ ის ჟიურის ფავორიტი იყო და გარდა ამისა, ამერიკელი მსმენელის სიყვარული მოიპოვა, რაც ნინის ყოველი გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ამერიკელების კომენტარებიდან ჩანდა.

ბევრისთვის ნინი ფავორიტი კონკურსანტი გახდა და Radiohead-ის "Karma Police", რომელიც ერთ-ერთ ტურში შეასრულა, ადამიანების საყვარელ ქავერად იქცა. კონკურსს ნინი ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/1eo0oNV72aE?si=oCph1x4sN9tHtyIL" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
  • ლიზი გოზალიშვილი

ლიზიმ გერმანულ Voice-ში მიაღწია წარმატებას. პირველ ტურში, როდესაც მომღერალმა Earth song იმღერა და ჟიური მოხიბლა, მას ჰკითხეს, თუ რატომ შეარჩია ეს სიმღერა.

"სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია, მსოფლიოში დღეს ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ არაერთხელ გადაიტანა ომი. მინდოდა ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ", - აღნიშნა ნინიმ. აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი იმდენად მოიხიბლა, რომ სცენაზე ავიდა და ლიზისთან ერთად იმღერა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/7UwD3zvj4oE?si=izN-hf-wVRkRX0bH" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
  • მატილდა გვარლიანი

მოდელი, მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი წარმატებული ქართველია. მისთვის 2023 წელი გამორჩეული და დატვირთული იყო. მატილდა გამოვიდა ყველა მნიშვნელოვან მოდის კვირეულზე - პარიზის, ლონდონის, ნიუ იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე და მაღალი მოდის ბრენდების კოლექცია წარადგინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მილანის მოდის კვირეული, სადაც მატილდა Dolce Gabbana-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. ქართველ მოდელთან ერთად გამოვიდა მოდის სამყაროს ლეგენდა, ნაომი კემპბელი. ასევე ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი და სხვები.

  • თამუნა მუსერიძე

2023 წელს "ფეისბუქის" პოპულარული ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებლის, ჟურნალისტის თამუნა მუსერიძის საქმიანობით BBC დაინტერესდა და თამუნას დახმარებით, საქართველოში დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმის პრემიერა იანვრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ამასთან, თამუნა მუსერიძე მიმდინარე წელს BBC-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.

გამოცემა წერს, რომ თამარ მუსერიძე 18 წლიდან ცნობილი სახე იყო ქართულ ტელეეკრანზე, მაგრამ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო. ბიოლოგიური მშობლების ძებნის პროცესში კი აღმოაჩინა უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში, საქართველოში, ე.წ. შავ ბაზარზე ბავშვებით ვაჭრობდნენ. მან შექმნა ფეისბუქის ჯგუფი "ვეძებ", რამაც უკანონო შვილად აყვანის შესახებ არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა.

  • ხვიჩა კვარაცხელია

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე წარმატებული ქართველების სია წარმოუდგენელია. ხვიჩას წარმატების შესახებ ყველამ იცის. წელს ის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე ვიხილეთ. "კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.

ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე

გარდა ამისა, მისი 2022-2023 წლების სეზონის სერია ა-ს საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გოლი დაასახელეს. ბრიტანული გამოცემა The Guardian კი 2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელთა შორის ხვიჩას მე-12 ადგილას ასახელებს.

  • ანასტასია კირთაძე

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ანასტასიამ 9 შესაძლებლიდან 7.5 ქულის მოპოვება შეძლო და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია კირთაძე 2011 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

  • მერაბ დვალიშვილი

წარმატებული წელი იყო UFC-ის ქართველი მებრძოლისთვის, მერაბ დვალიშვილისთვის. მან კარიერაში ყველაზე პრინციპული ბრძოლა მოიგო და რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მერაბმა ეს შესაძლებლობა - სავსე დარბაზი, ტელეეკრანთან კი მილიონობით მაყურებელი გამოიყენა იმისთვის, რომ ყველას გასაგონად ეთქვა - "დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას".

  • ილია თოფურია

ჯექსონვილში UFC-ის მორიგი ტურნირი გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში ქართველი 26 წლის ილია თოფურია 38 წლის ჯოშ ემეტს დაუპირისპირდა. 5-რაუნდიან ბრძოლაში თოფურიამ ვეტერანი ემეტი დომინანტურ სტილში დაამარცხა და თითქმის ყველა რაუნდი გამანადგურებელი უპირატესობით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდრე ვოლკანოვსკი ილიას ოქტაგონზე შეხვდება. ბრძოლა 2024 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს.

  • სანდრო ბაზაძე

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ის გახდა ევროპული თამაშების ჩემპიონიც.