ტელეკომპანია "ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
"ქართული ოცნება“ - 36.6%;
"ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21.5%;
"საქართველოსთვის“ - 8.8%;
"ლელო“ - 6.7%;
"გირჩი/დროა“ - 5%;
"ლეიბორისტული პარტია“ - 4.7%;
"ხალხისთვის“ - 3.7%;
"ალტ-ინფო“ - 3%;
"გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2.9%;
"ხალხის ძალა“ - 2.5%;
"მოქალაქეები“ - 1.7%;
"პატრიოტთა ალიანსი“ - 1.7%;
"ევროპული საქართველო“ - 0.7%;
სხვა - 0.5%.
ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.