ავტორი:

ახალციხეში, დუეტ "ჯორჯიას" კონცერტის მიმდნარეობისას, მთავარ ნაძვის ხესთან მდგარი დეკორაცია დაიწვა

ახალციხეში, დუეტ "ჯორჯიას" კონცერტის მიმდნარეობისას, მთავარ ნაძვის ხესთან მდგარი  დეკორაცია დაიწვა

ახალციხეში, კონცერტის მსვლელობის დროს, მთავარ ნაძვის ხესთან მდგარი 8 500 ლარის ღირებულების დეკორაცია (დათვი) დაიწვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დათვს ცეცხლი კონცერტის მსვლელობის დროს გაუჩნდა, თუმცა რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

"არ ვიცით რა მოხდა. გამოძიება დაწყებულია და გავიგებთ. მოდიოდნენ ბავშვები, სურათებს იღებდნენ, უხაროდათ...“,– გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ახალციხეში, მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტი მიმდინარეობდა. კონცერტზე დუეტი "ჯორჯია“ მღეროდა