ავტორი:

"დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება " - ზელენსკი

"დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება " - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება და ბევრმა უკრაინელმა დაკარგა ეგზისტენციალური საფრთხის შეგრძნება.

ზელენსკის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერით რუსული აგრესიისგან საკუთარ თავს იცავს. "პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინული საზოგადოებისა და მსოფლიოს მობილიზაცია, რომელიც ომის დასაწყისში იყო, დღეს არ არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.

"მობილიზაცია არ არის მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მთელი ძალისხმევის მობილიზება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, რისი გაკეთებაც უკრაინელს ახლა შეუძლია, არის უკრაინაში ყოფნა, დასავლელი პარტნიორებისთვის კი - უკრაინასთან ყოფნა.