ავტორი:

ცნობილების ახალი წელი - ვინ როგორ და სად შეხვდა 2024 წლის შემოსვლას (ფოტოები)

ცნობილების ახალი წელი - ვინ როგორ და სად შეხვდა 2024 წლის შემოსვლას (ფოტოები)

მართალია, უკვე ბევრი წელია, რაც საქართველოში ახალი წელი გრანდიოზულად ღია ცის ქვეშ კონცერტებით აღინიშნება, მაგრამ ვარსკვლავების დიდი ნაწილი სახლში ამჯობინებს ახალი წლის შეხვედრას. შემდეგ კი სტუმრად მიდიან ან ოჯახურ გარემოში აგრძელებენ დღესასწაულის შეხვედრას. ზოგიერთი მათგანი კი ახალი წლის მოსვლას საზღვრებს გარეთ აღნიშნავს. წარმოგიდგენთ ქართველი ვარსკვლავების ფოტოებს, ახალი წლის ჯადოსნური ღამიდან...

„გილოცავთ ახალ წელს“ - წერს, სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულია და ახალი წლის ღამიდან ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან, და ძმის ოჯახთან ერთად შეხვდა ახალ წელს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.

შორენა ბეგაშვილმა, შვილთან ევა ბარბაქაძესთან ერთად ახალ წლამდე საქართველო დატოვა და დუბაიში იახტაზე შეხვდა 2024 წლის შემობრძანებას.

ოჯახურ გარემოში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შეხვდა ახალ წელს პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე.

მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა ქალიშვილებთან და მეუღლე ზურა ხიზანიშვილთან ერთად ახალი წელი სახლში აღნიშნა.

მეუღლესთან და სამ ვაჟთან ერთად სახლში აღნიშნა ახალი წელი მოდელმა თაკო ჩხეიძემ. პოპულარულმა სახემ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ყოფილი პრემიერისა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახური ფოტოები სოციალურ ქსელში უმცროსმა შვილმა ცოტნემ გამოაქვეყნა. ფოტოებზე მშობლებთან ერთად მხოლოდ ცოტნე ჩანს. თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში ჩამოვიდა უფრო ვაჟი უტა ივანიშვილიც, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოს, ცოტნე ცალკე აქვეყნებს.

წაიკითხეთ ასევე: