ავტორი:

"დრაკონს" უყვარს წითელი ფერი" - რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი 2024 წელს: რას გვირჩევს მოდის ექსპერტი

"დრაკონს" უყვარს წითელი ფერი" - რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი 2024 წელს: რას გვირჩევს მოდის ექსპერტი

2024 წელს რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და რას გვირჩევენ დიზაინერები თუ მოდის ექსპერტები, ამაზე მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე გვესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, რომ მოდის მწვანე ხის დრაკონის წელიწადი და ძალიან აქტუალურია მწვანე, ლურჯი და ხისფერი, ყველაზე ტრენდული ფერი მაინც იქნება წითელი და წითლის გრადაციები, დაწყებული მუქით, დამთავრებული ღია ფერით. წითლის გარდა, წელს აქტუალურია მეტალისფერი, ასევე ერთი ფერის გრადაციაში ჩაცმა. რაც მთავარია, წელს შარვლის წელი ლიბერალურია, გნებავთ მაღალწელიანი ჩაიცვით, გნებავთ - დაბალწელიანი. ისევ აქტუალურია ტანზე მომდგარი სვიტერი, კაბა და ოვერსაიზი ქურთუკები.

ფეხსაცმლის ცხვირს რაც შეეხება, ტრენდულია ოთხკუთხედიც და წვეტიანიც. ყოველთვის ეცადეთ ახალი შტრიხებით სცადოთ ჩაცმულობის გაახლება და თქვენი ტრენდული კაბა სხვა ფეხსაცმელსა და აქსესუარზე სულ სხვანაირი გამოჩნდება. განაგრძეთ კითხვა