ავტორი:

იაპონიაში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვმა 55-ს მიაღწია

იაპონიაში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვმა 55-ს მიაღწია

1-ლ იანვარს, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 30-მდე მიწისძვრა დაფიქსირდა 3,6 -დან 7,6-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის. აღსანიშნავია, რომ იაპონიისთვის ბუნებრივი კატასტროფები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

ბოლო ცნობებით, მსხვერპლის რიცხვმა მინიმუმ 55-ს მიაღწია. დაზიანებულია ათასობით შენობა, ავტომობილი და ნავი.

იაპონური მედიის ინფორმაციით, ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ ჯერჯერობით მისი აღწერა ვერ შეძლეს. დანგრეულია ათიათასობით სახლი

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა მიწისძვრები კვლავ განმეორდესს.

ასევე იხილეთ: