ავტორი:

ორი უკრაინელი მომღერალი გოგონა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა - "მათი შესრულება მობილური ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია"

ორი უკრაინელი მომღერალი გოგონა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა - "მათი შესრულება მობილური ტელეფონითაა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია"

აგვისტოში რუსულმა რაკეტამ ორი უკრაინელი ახალგაზრდა გოგონა იმსხვერპლა. ტრაგედიის დროს ისინი სკამზე ისხდნენ სათამაშო მოედანთან, ეკლესიის მახლობლად. კრისტინა სპიჩინა და სვეტლანა სემეიკინა იმ 10 000 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაიღუპნენ.

გაერო მიიჩნევს, რომ დაღუპული მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია. რუსეთის ომი უკრაინაში ახლა უკვე მუდმივობად იქცა. ბევრი გარდაცვლილის შესახებ დეტალური ინფორმაცია აღარ ვრცელდება, თუმცა BBC-მ ორი გოგონას ცხოვრებისა და ბოლო მომენტების შესახებ ისტორია გამოაქვეყნა.

გალინა სპიცინას ქალიშვილი, კრისტინა, პერსპექტიული ახალგაზრდა მომღერალი იყო. აგვისტოში მეგობარ სვეტლანასთან ერთად გარდაიცვალა. მშობლებმა ისინი ერთმანეთის გვერდით დაკრძალეს.

მათი საფლავები ღია ფერისაა, გვირგვინებით შემკული და ლურჯ-ყვითელი უკრაინის დროშებითაა დაფარული. კრისტინა და სვეტლანა ერთმანეთს ომის დროს დაუახლოვდნენ. გოგონები მუსიკისა და უკრაინის სიყვარულმა გააერთიანა. მათ შექმნეს დუეტი სახელად Similar Girls. ისინი მღეროდნენ ქორწილებში, რთავდნენ ლაივებს სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ქუჩის კონცერტებს. აგროვებდნენ ფულს ჯარისკაცებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

9 აგვისტოს გოგონები სუპერმარკეტის წინ, თავიანთ მშობლიურ ქალაქ ზაპოროჟიეში, გადატვირთულ ქუჩაზე მღეროდნენ. 18 წლის სვეტლანა გიტარას უკრავდა და 21 წლის კრისტინა მღეროდა. მათი შესრულება მობილურ ტელეფონზეა გადაღებული, თუმცა ამ ვიდეოს ყურება შეუძლებელია.

"ჩვენი ბოლო სიმღერა ეძღვნება ხერსონის ხალხსა და დამცველებს", - ამბობს კრისტინა და იწყებს ცნობილ უკრაინულ სიმღერას "Beat the war".

ეს სიმღერა მათ რეკვიემად იქცა. ოცი წუთის შემდეგ ორივე გოგონა მოედანზე მოკლეს. მთავარი ქუჩიდან 300 მეტრში. გოგონას დედა ამბობს, "რა მოხდებოდა, თუ გოგოები არ წავიდოდნენ მოედანზე, თუ ისინი ქუჩაში დარჩებოდნენ?".

სარაკეტო თავდასხმის ხმა, რომლის დროსაც გოგონები დაიღუპნენ, მთელ ქალაქში გაიგეს. სვეტლანას მამამ, იური სემიეკინმა, გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში გაიგო აფეთქების ხმა და მაშინვე მანქანა დაქოქა.

"ვიცოდი, რომ ისინი სადღაც იმ უბანში იყვნენ." პოლიციამ გამიშვა. ჩემს წინ სვეტლანა იწვა”, – ამბობს იური.

"როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში მსგავსი რამე მოხდეს", - კითხულობს 41 წლის იური. ის ამბობს, რომ რუსებს არასოდეს აპატიებენ. "ეს გაგრძელდება თაობებზე." ჩვენს შვილიშვილებს ემახსოვრებათ ყველაფერი, რაც აქ გააკეთეს და რასაც ახლა აკეთებენ“, - დასძენს იური.

სვეტლანა ბავშობიდან მუსიკოსი იყო. გოგონა სიმღერებს თავად წერდა. უყვარდა კორეული მუსიკა და სწავლობდა უცხო ენებს. მოკრძალებულ სახლში მისი საძინებელი ისეთივეა, როგორიც მან დატოვა - კედელზე Nirvana-ს და AC/DC-ის პლაკატებით. გიტარა ისევ მის საწოლზეა.

როდესაც ომი დაიწყო, გალინამ შესთავაზა შვილებს ქვეყნიდან წასვლა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ამბობს, რომ სურდა სიმღერის გაგრძელება და ხალხის განწყობის ამაღლება. გალინა გლოვობს არა მარტო მის დაკარგვას, არამედ იმასაც, რასაც მისი ქვეყანა კარგავს ყოველდღე: "ძალიან ნიჭიერი და ძალიან ამბიციური ახალგაზრდები კვდებიან. თუ ბავშვები არ იქნებიან, რა მომავალი აქვს ქვეყანას. ეს მხოლოდ ჩვენზე არ მოქმედებს. ამას შეუძლია გაანადგუროს უკრაინა“.