საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი ალექსანდერ ძიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის "ჰაპოელში" დაიწყო, კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს, მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალექსანდერ ძიკიჩთან რამდენიმეთვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც არაერთი დეტალი შეთანხმდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.
კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული - წაიკითხეთ ვრცლად