ავტორი:

"აზიმუტი“ საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის - საიდან იფრენს ავიაკომპანია თბილისში

"აზიმუტი“ საქართველოში ფრენების რაოდენობას ზრდის - საიდან იფრენს ავიაკომპანია თბილისში

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას უფასა და თბილისს შორის იწყებს. ამ მიმართულებაზე პირველი რეისი 2024 წლის 26 იანვარს შესრულდრბა.

26 იანვარს, თბილისი-უფას რეისზე, ცალმხრივ რეისზე ფრენის ფასი 178 ლარია, ხოლო უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთის ღირებულება, იმავე თარიღზე 272 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ "აზიმუტი" ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს როგორც მოსკოვის, ისე სოჭისა და მინვოდის მიმართულებით. ავიაკომპანია დაფრინავს ბათუმშიც. განაგრძეთ კითხვა