ავტორი:

შეყვარებულის მკვლელობისთვის გასამართლებული სამხრეთაფრიკელი სპორტსმენი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

შეყვარებულის მკვლელობისთვის გასამართლებული სამხრეთაფრიკელი სპორტსმენი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პარაოლიმპიური ჩემპიონი, ოსკარ პისტორიუსი, შეყვარებულის, მოდელ რევა სტინკამპის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, ციხიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

  • 2013 წელს, ვალენტინობის დღეს, მან რამდენჯერმე ესროლა ქალს აბაზანის კარიდან, მოგვიანებით კი ამტკიცებდა, რომ შეცდა და მას რივა ქურდი ეგონა, რომელიც სახლში შეიპარა.

2016 წელს 37 წლის პისტორიუსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რივა სტინკამპის დედა, ჯუნი არ აპროტესტებდა ქალიშვილის მკვლელის ვადაზე ადრე გათავისუფლებას, მაგრამ კომისიაში გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ იყო, რომ ციხეში პისტორიუსმა დაძლია გაბრაზების შეტევები. ქალი წუხს ნებისმიერი ქალის ბედზე, რომელიც გადაწყვეტს პისტორიუსთან სიახლოვეს.

პისტორიუსის შეყვარებული, 29 წლის რივა სტინკამპი, სერტიფიცირებული ადვოკატი და ცნობილი მოდელი იყო.

პისტორიუსმა 2013 წლის 14 თებერვალს, დილის საათებში, რივას ოთხჯერ ესროლა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ქალი მძარცველი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა.

მარტში პირობით გათავისუფლების პირველ მოსმენაზე, პისტორიუსს უარი ეთქვა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, რადგან კოლეგიამ დაადგინა, რომ მას ჯერ არ ჰქონდა მოხდილი მინიმალური სასჯელი ვადამდელი გათავისუფლებისთვის. თუმცა, ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, ამიტომ განმეორებითი სასამართლო პარასკევს გაიმართა. დღეს, 5 იანვარს კი ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.