ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიდიოდა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.