ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ თან ჰქონდათ დიდი რაოდენობით ოქრო და სხვა ძვირფასეულობა, რომელთა გადატანასაც საბერძნეთში ცდილობდნენ.
ისინი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა მათ სხვადასხვა ბინის ძარცვის შედეგად ჰქონდათ.
პოლიციის ცნობით, დაკავებულებს ავტომობილის საბარგულში ჰქონდათ 50 ოქროს ბეჭედი, 21 ოქროს კულონი, 12 ვერცხლის კულონი, 6 ვერცხლის სამაჯური, 53 ოქროს საყურე, 32 მედალიონი, 2 ოქროს მონეტა, "როლექსის" საათი, ასევე გასაღები, რომლითაც ძარცვისთვის სახლის კარს და სეიფებს აღებდნენ.
მათივე ინფორმაციით, საბოლოო ჯამში, ამოღებულია 190-მდე ერთეული სამკაული და 6000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული.