ავტორი:

"ისინი მხოლოდ უკიდურესად ცივ ამინდში ჩნდება" - ფერადი ღრუბლები არქტიკის ცას 3 დღის განმავლობაში ფარავდნენ (ფოტოები)

"ისინი მხოლოდ უკიდურესად ცივ ამინდში ჩნდება" - ფერადი ღრუბლები არქტიკის ცას 3 დღის განმავლობაში ფარავდნენ (ფოტოები)

არქტიკელ დამკვირვებლებს იშვიათი სანახაობის ხილვის საშუალება მიეცათ - ახალ წლამდე 2 დღით ადრე მათ ღრუბლები ცისარტყელას ფერებში დააფიქსირეს.

"ფერადი ღრუბლები ცაზე მთელი დღის განმავლობაში ჩანდა, მაგრამ მთავარი სანახაობა მზის ჩასვლის წინ იყო - ფერები თითქოს ერთიანად აფეთქდა", - იხსენებს ნორვეგიელი ფოტოგრაფი.

დამკვირვებლებმა spaceweather.com-ს გაუზიარეს სურათები ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ალასკიდან და შოტლანდიის სამხრეთითაც კი. ფერადი ღრუბლები მხოლოდ უკიდურესად ცივ ამინდში ჩნდება. ისინი იქმნება ყინულის მცირე ზომის კრისტალებით, რომლებიც ფანტავს მზის შუქს და ცაში პატარა ცისარტყელას ქმნის.

მსგავსი სანახაობა, როგორც წესი, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ, უმეტესად იანვარში ფიქსირდება. როგორც spaceweather.com წერს, დეკემბერში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ფერადი ღრუბლების ნახვა, უიშვიათესი მოვლენაა...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი