ავტორი:

რომელია ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი და მანუსკრიპტი ისტორიაში?

რომელია ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი და მანუსკრიპტი ისტორიაში?

1978 წელს გუტენბერგის ბიბლიის 48 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, გერმანიის ბიბლიოთეკაში 2 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა, რაც ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერი წიგნი.

თუმცა დღეს ეს გარიგება ტოპ 20-შიც კი არ შედის, რადგან სხვა ნიმუშები უფრო მეტად გაიყიდა.

ზენგ გონგის წერილი მეგობარს - 31,73 მილიონი აშშ დოლარი

მე-11 საუკუნის მეცნიერის და მწერლის ზენგ გონგის 124 სიმბოლოსგან შემდგარი წერილი 2016 წელს აუქციონზე ჩინელმა კინომაგნატმა, ხელოვნებისა და ისტორიული ნივთების ცნობილმა კოლექციონერმა ვანგ ჟონჯუნმა 207 მილიონ იუანად (31,73 მილიონი აშშ დოლარი) იყიდა.

წერილის ღირებულება 2009 წელს თითქმის გაორმაგდა.

შერბორნ მისალი– 21,21 მილიონი აშშ დოლარი

2001 წელს, ბრიტანეთის მთავრობამ ნორთუმბერლენდის ჰერცოგს შერბორნ მისალს მე-15 საუკუნის დასაწყისით დათარიღებული ილუსტრირებული ხელნაწერი 21,21 მილიონი აშშ დოლარად მიჰყიდა. წიგნი ინგლისური ხელოვნების შედევრად ითვლება და უნიკალურია....წაიკითხეთ სრულად