გერმანული წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი, კრისტიან ოლივერი, თავის ორ ქალიშვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევა გასულ ხუთშაბათს, კარიბის ზღვის კუნძულის სანაპიროზე მოხდა.
ოლივერი და მისი შვილები ერთძრავიანი თვითმფრინავის მგზავრები იყვნენ, რომელიც ადგილობრივი დროით დაახლოებით, 12:10 საათზე აფრინდა კარიბის ზღვის ერთ-ერთი კუნძულის აეროპორტიდან.
პოლიციის თქმით, თვითმფრინავი, რომელიც ახლომდებარე კუნძულისკენ მიემართებოდა, ფრენის დროს "დაუზუსტებელ სირთულეებს წააწყდა“, რის შემდეგაც ზღვაში ჩავარდა.
ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავები, რომლებმაც ბორტზე მყოფი ოთხი ადამიანის ცხედრის პოვნა და ამოყვანა შეძლეს.
ოლივერის გოგონები ანიკი და მატიტა 10 და 12 წლის მოზარდები იყვნენ. დაღუპულთა შორის არის თვითმფრინავის პილოტი და მფლობელი რობერტ საქსი.
ოლივერი 51 წლის იყო. მას შესრულებული აქვს როლები სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებში მათ შორის. The Good German, Speed Racer, The Three Musketeers. Indiana Jones და ა.შ.