ავტორი:

“დედას უთხრა ტაქსის გამოვიძახებ და მოვდივარ სახლშიო" - ბათუმში, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

“დედას უთხრა ტაქსის გამოვიძახებ და მოვდივარ სახლშიო" - ბათუმში, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, 21 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში სარდაფში ნახეს.

“დედას უთხრა ტაქსის გამოვიძახებ და მოვდივარ სახლშიო, მოგვიანებით კი ასეთ მდგომარეობაში ვნახეთ, სარდაფში ჩაგდებული,” – ამბობს ოჯახის ახლობელი “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.

გარდაცვლილი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.