Alaska Airlines-ის რეისმა გასულ პარასკევს ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ფრენის დროს ფანჯარა დაზიანდა.
კალიფორნიის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტიდან პარასკევს, საღამოს 4:52 წუთზე გაფრინდა და 35 წუთის შემდეგ დაეშვა. თვითმფრინავში 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
Boeing 737-9 Max-მა ფრენის სერტიფიკატი 2023 წლის 25 ოქტომბერში მიიღო. ამ დროისთვის, Alaska Airlines-მა ყველა თვითმფრინავი შემოწმებაზე გაიყვანა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თვითმფრინავიდან, სადაც ჩანს თუ რა ხდებოდა ბორტზე. მგზავრები იყენებდნენ ჟანგბადის ნიღბებს და საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. "ეს იყო მოგზაურობა ჯოჯოხეთში", - ამბობენ გადარჩენილი მგზავრები.