ავტორი:

იტალიაში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეზე ქართველი მამაკაცი დააკავეს - ძებნაა გამოცხადებული კიდევ ერთ ქართველზე

იტალიაში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეზე ქართველი მამაკაცი დააკავეს - ძებნაა გამოცხადებული კიდევ ერთ ქართველზე

იტალიაში დააკავეს ქართველი, 32 წლის მამაკაცი, რომელიც იტალიური საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შესაძლოა, კავშირში იყოს, პიზაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობასთან.

საქმე ეხება 5 იანვარს, ღამით, ქალაქის ცენტრში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობას.

იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე იძებნება კიდევ ერთი ქართველი.

მკვლელობის მიზეზი და გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.