უილიამ შექსპირის პიესა „ ოტელოს“ არაერთი ინსცენირება განხორციელებულა ქართული თეატრის სცენაზე, თუმცა მოზარდ მაყურებელთა თეატრი „ ოტელოს“ განსხვავებულ ფორმას სთავაზობს მაყურებელს. თოჯინურის და ცოცხალი პლანის სინთეზით. მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმაში, რომელიც 3 თებერვალს 19 საათზე გაიმართება, გენიალური მხატვრის, პეტრე ოცხელის იმ ნამუშევართა ესკიზებია გამოყენებული, რომლებიც დროს გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწიეს. სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა ინსცენირებაც.
თარგმანი - ივანე მაჩაბლის
იდეის და ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ხვთისიაშვილი
დამდგმელი რეჟისორი, ინსცენირების ავტორი, ქორეოგრაფი - გია მარღანია
მხატვარი- პეტრე ოცხელი
თოჯინების ავტორი და შემსრულებელი- ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება- ზურაბ გაგლოშვილის
რეჟისორის თანაშემწე -ხათუნა საძაგლიშვილი
მონაწილეობენ: ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, შალვა ანთელავა, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, გია მარღანია, თამარ ცქვიტინიძე, დევი რეხვიაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი ჯიქურიძე.